არსებობის მანძილზე პოლიტიკურ სუბიექტებს არაერთი კრიზისის გადალახვა უწევთ. ვითარების მუდმივი თრექინგი და ანალიზი, ასევე საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების ცოდნა პოლიტიკურ პარტიებსა და ლიდერებს აიარაღებთ კრიზისულ ვითარებასთან გასამკლავებლად.
რა არის ყველაზე კრიტიკული შექმნილ ვითარებაში? რა აყენებს ყველაზე სერიოზული რისკის ქვეში პოლიტიკურ სუბიექტის იმიჯს? რისი გამოსწორება და რა გზით არის შესაძლებელი? რა რესურსი აქვს საამისოდ პარტიას / ლიდერს და როგორ უნდა გადალახოს კრიზისი მინიმალური დანაკარგების ფასად? როგორც დამკვეთის, ასევე ადგილობრივი რეალობისა და კულტურის კარგი ცოდნა და შეგრძნება საშუალებას გვაძლევს დავეხმაროთ მას ანტიკრიზისული სტრატეგიის დაგეგმვაში, განხორციელებასა და მონიტორინგში, ღირებული კონსულტაცია გავუწიოთ და ვიყოთ მისი საიმედო მოკავშირე რთული პერიოდის გადალახვისას.