არხები, რომელთა საშუალებითაც კომპანია მომხმარებელს სთავაზობს პროდუქტს, მარკეტინგული მიქსის ერთერთი მნიშვნელოვანი ნაწილი და ნებისმიერი მარკეტინგული სტრატეგიის საკვანძო ელემენტია. შესაბამისად, ეფექტური და წარმატებული სტრატეგიის შემუშავებისთვის მარკეტერმა უნდა იცოდეს, თუ გაყიდვის რომელი არხებია პროდუქტისთვის ყველაზე ეფექტური, ან როგორ შეიძლება შეცვალოს დისტრიბუციის არსებული მოდელი გაყიდვების გასაუმჯობესებლად.