logo
დახურვა
მომხმარებელთა კვლევა

ეისითი, აპრობირებული კვლევითი მიდგომების და თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით ახორციელებს მომხმარებელთა ქცევის 360°-იან შესწავლას - ამა თუ იმ ქცევის განმაპირობებელი ფაქტორების იდენტიფიკაციას, ფარული მოტივების და ბარიერების დადგენას, მომხმარებლის წარსული ქცევის საფუძველზე მისი სამომავლო ქცევის პროგნოზირებას, მომხმარებლების სეგმენტაციას. შესაბამისად, მომხმარებლის ანალიზით ეისითი შეძლებს თქვენს წინაშე მდგარი ისეთი ბიზნეს ამოცანების გადაჭრას, როგორიცაა:


  • გაყიდვების ოპტიმალური სტრატეგიის შემუშავება
  • ოპტიმალური ლოიალობის პროგრამების შემუშავება
  • მიზნობრივი კომუნიკაციის დაგეგმვა
  • მიზნობრივი მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება
  • მიმზიდველი პროდუქტის შემუშავება

მსგავსი ინსაითები

ნაყინის მოხმარება

ზაფხულის ცხელი დღეები ნაყინის გარეშე წარმოუდგენელია. ალბათ ყველასთვის ადვილი შესამჩნევია საქართველოში ნაყინის ბაზარზე არსებული მძაფრი კონკურენცია – როგორც ადგილობრივი მწარმოებლები, ასევე უცხოური წარმოების პროდუქციის დისტრიბუტორები ნაყინის გემოების თუ სახეობების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობენ მომხმარებელს.


ეისითიმ გამოავლინა ზაფხულის ცხელ დღეებში თბილისელები გრილდებიან თუ არა ნაყინით და აღნიშნული ნუგბარის რომელ სახეობას ანიჭებენ უპირატესობას.


კვლევის თანახმად თბილისელთა ნახევარი (49%) ნაყინის აქტიური მომხმარებელია – კვირაში რამდენჯერმე ან უფრო ხშირად მიირთმევს ნაყინს. დედაქალაქის მაცხოვრებელთა ერთი მეოთხედი (24%) კი ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურია – ცხელ სეზონზე ნაყინის გარეშე ვერცერთი დღე ვერ ძლებს და ყოველდღე მიმართავს გაგრილების აღნიშნულ საშუალებას.


თუმცა, როგორც აღმოჩნდა, თბილისელთა ერთი მეხუთედი (20%) ზაფხულის ცხელ დღეებშიც საერთოდ უარს აცხადებს ნაყინის მოხმარებაზე.


კვლევის თანახმად, თბილისელი მომხმარებლები ნაყინს ძირითადად სახლში მიირთმევენ (90%), თუმცა ერთი მეოთხედი (23%) ქუჩაში, 15% კი კაფეებსა და ბარებში მიირთმევს ნაყინს.

რაც შეეხება სხვადასხვა სახეობის ნაყინებს, თბილისელებში ყველაზე პოპულარული აღმოჩნდა ვაფლის ჭიქის ნაყინი – მომხმარებელთა ნახევარი (51%) სწორედ აღნიშნული სახეობის ნაყინს მიირთმევს ყველაზე ხშირად.

თბილისელ მომხმარებელეთა ერთი მეხუთედი (22%) ესკიმოს (ნაყინი ჯოხზე) ანიჭებს უპირატესობას, ერთი მეათედი (12%) კი საოჯახო ტიპის ნაყინს მიირთმევს ყველაზე ხშირად.


საინტერსესო განსხვავებები დაფიქსირდა ასაკის ჭრილში: როგორც კვლევამ აჩვენა, უფროსი თაობის (55 წლის და მეტის) წარმომადგენლები მხოლოდ 3 სახეობის ნაყინს მიირთმევენ – ვაფლის ჭიქას (63%), ესკიმო (24%) და საოჯახო (10%). მაშინ როდესაც 18-34 წლის ახალგაზრდები, დასახელებული 3 სახეობის ნაყინთან ერთად, აქტიურად მოიხმარენ სხვა სახეობის (ასაწონი, ჩამომსასხმელი, სენდვიჩი და სხვ) ნაყინებსაც.


გამოკითხვა ჩატარდა 405 ზრდასრულ თბილისელს შორის, 2015 წლის ივნისიში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს.


მეტის ნახვა

ყოველი მეოთხე თბილისელი აღნიშნავს ვალენტინობის დღესასწაულს

დღეს,14 თებერვალსკათოლიკე წმინდანის - წმინდა ვალენტინის მოსახსენიებელი დღეარომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება როგორც სიყვარულის დღე და მათგან უმეტესში არ არის არც საერო და არც საეკლესიო დღესასწაული.

როგორც "ეისითის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, თბილისში უმრავლესობას სმენია ვალენტინობის შესახებ (97%), თუმცა ზუსტი თარიღის შესახებ მხოლოდ 76%-მა იცის.

ცნობადობასთან შედარებით, დედაქალაში არც თუ ისე დიდია ვალენტინობის აღნიშვნის მაჩვენებელი - 25%.

მათ შორის ვინც აღნიშნავს სიყვარულის დღეს, უმრავლესობა (74%) ამ დღესთან დაკავშრებით საჩუქარს ყიდულობს, 9% მეორე ნახევრისთვის რომანტიულ საღამოს აწყობს სახლში, ხოლო 7% კი რესტორანში.

მეორე ნახევარი თბილისის მოსახლეობის 60%-ს ჰყავს. თუმცა ეს მაჩვენებელი 18-24 წლის ახალგაზრდებში დაბალია (25%).

*გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2017 იანვარშიმონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-გამოყენებული მეთოდი  პირისპირ ინტერვიუ.


მეტის ნახვა

სხვა მომსახურება

დაგვიკავშირდი

მსურს თქვენს ექსპერტებთან საუბარი შემდეგ საკითხებში:

arrow-up