რეკლამის და საკომუნიკაციო აქტივობების საბოლოო მიზანს პროდუქტის გაყიდვა წარმოადგენს. რეკლამის და საკომუნიკაციო აქტივობების კვლევები ბიზნესებს და სარეკლამო სააგენტოებს ამ მიზანთან მიმართებაში მათი პოტენციალის მაქსიმუმის მიღწევაში ეხმარება.
საკომუნიკაციო აქტივობის სხვადასხვა ეტაპზე ეისითი დაგეხმარებათ საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებაში და განხორციელებული კამპანიების ეფექტიანობის შეფასებაში. ჩვენ გთავაზობთ:
სარეკლამო მასალების დახვეწას და ოპტიმიზაციას მათი აუდიტორიისთვის მიწოდებამდე. ეისითი ახორციელებს მასალების პრე-ტესტს როგორც ტრადიციული მეთოდებით, ასევე „აი თრექინგის“ ტექნოლოგიით.
საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება მედია გარემოს და სამიზნე სეგმენტის მედია ჩვევების ანალიზზე დაფუძნებით
სარეკლამო მასალების და საკომუნიკაციო აქტივობების ეფექტიანობის შემდგომი შეფასება და მონიტორინგი - დაფარვის არეალი და ხარისხი, აღქმადობა, გასინჯვის / ყიდვის სტიმულირება და ა.შ.